ნიკოლოზ მჭედლიშვილი – რეალურად ხალხი ვერ მოაგროვეს, რომელმაც ოპოზიცია დაიკიდა

ოფიციალურად სახელდება ოპოზიციის მზადყოფნა კომპრომისებისადმი, მაგრამ რეალურად მათ ხალხი ვერ მოაგრივეს – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი წერს.

აღნიშნულით ის ოპოზიციის მიერ 25 თებერვალს დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება.

“ახლა გავიგე, რომ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული 25 თებერვლის საპროტესტო აქცია, მიძღვნილი საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი, რომლის მიზანიც ხელისუფლების “შეშინება” იყო, გადაიდო ამა წლის 7 ნოემბრამდე, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის თარიღამდე …

ოფიციალურად სახელდება ოპოზიციის მზადყოფნა კომპრომისებისადმი, მაგრამ რეალურად მათ ხალხი ვერ მოაგრივეს, რომელმაც ოპოზიცია “მოშნად” დაიკიდა …

“ოპოზიციავ, ყველა სექსისა, შეერთდით!” – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

წყარო: itv.ge