რამდენიმე საათი მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცებამდე – კენჭისყრამდე პრემიერობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და მის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდებიან.
დაგეგმილი იყო აუდიენცია ოპოზიციასთან, თუმცა შეხვედრა ჩაიშალა.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ განახლებულ სამთავრობო კაბინეტს მხარს დაუჭერენ.
ნდობის მისაღებად მთავრობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
“რუსთავი2”