„სექენდ ჰენდის“ მთავრობა გვყავს“ – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობმა, ნანკა კალატოზიშვილი ამბობს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე არასდროს ყოფილა, მაგრამ დღეს საქართველო ომშია და ქვეყნის დაკარგვის რეალური საფრთხე არსებობს.

„ისე, რომ შეხედო, „სექენდ ჰენდის“ მთავრობა გვყავს. ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი არასოდეს ვყოფილვარ და დღეს არ მგონია, რომ ამ ორ პარტიას შორის ომში ვარ.

ადამიანებს მინდა მივმართო, ეს სხვა ომია, მართლა ქვეყნის დაკარგვის წინაშე ვდგავართ.

ძალიან ბევრი რამ დავკარგეთ. ერთი კაცი ჰყავდათ ჭკვიანი და ისიც წავიდა, ამიტომ ამ ადამიანებისგან მართლა არაფერი გამიკვირდება,“ – აღნიშნა მსახიობმა.

 

“რეზონანსი”