დღეს გავხდით მომსწრენი, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო

დღეს გავხდით მომსწრენი, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს ძლიერი სახელმწიფო და პოლიცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ჰყავს ეფექტიანი შინაგან საქმეთა მინისტრი. „მინდა ბატონ გომელაურს და პოლიციას საჯაროდ გადავუხადო გულწრფელი მადლობა იმისთვის, რომ დაიცვეს ჩვენი ქვეყნის ღირსება და სტაბილურობა. ყველას შევახსენებთ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო“, – განაცხადა პრემიერმა.