ეს იყო აშშ-ს ოქროს ხანა! – დემურ გიორხელიძე

მას შემდეგ, რაც 1957 წელს სსრ კავშირში გაშვებული იქნა ხელოვნური თანამგზავრი ‘’სპუტნიკი’’, რომლის შესახებაც ინფორმაცია აშშ-ში იყო შოკისმომგვრელი და საფრთხის შემცველი (ხელისუფლება მომენტალურად მიხვდა, რომ ისინი – ხელისუფლებაც და ამერიკის სახელმწიფოც, ფაქტობრივად დაუცველი იყვნენ), პირველი რაც გაკეთდა, იყო ის, რომ
სსრ კავშირში გამოშვებული იქნა მეცნიერთა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა უკრაინული წარმოშობის სანკ-პეტერბურგელი პროფესორი სტეფან პროკოფის ძე ტიმოშენკო, რომელიც 1923 წელს გადავიდა საცხოვრებლლად აშშ-ში და ‘’ვესტინგაუზში’’ მუშაობდა.

ტიმოშენკო – ეს არის ტიტანი – გამოყენებითი მექანიკის უამრავი დარგის დამფუძნებელი და განმავითარებელი აშშ-ში: მასალათა გამძლეობა, დრეკადობის თეორია, თქხელკედლიანი კონსტრუქციები, მდგრადობა კონსტრუქციებისა, რხევები და ა.შ. და ა.შ. – ეს ჩემი პირველი სამეცნიერო სფეროა და პრაქტიკულად ყველა მისი წიგნი არა მარტო მაქვს, რაც მჭირდებოდა, ყველაფერი შტუდირებულიც!
ამ დელეგაციამ შეისწავლა სსრ კავშირის უმაღლესი განათლების სისტემა – საბუნებისმეტყველო-საინჟინრო სპეციალობები (განსაკუთრებით მეორე თაობის უნივერსიტეტების ისეთი სუპერ-ინსტიტუტები, როგორებიც იყო: ფიზტეხი, მიფი, საავიაციო, მვტუ და ა.შ.)
და
იმავე წელს აშშ-ს ხელისუფლებას ტიმოშენკომ წარუდგინა ბრწყინვალე მოხსენება:
‘’ინჟინერნოე ობრაზოვანიე ვ როსსიი’’
(ეს მოხსენება სსრ კავშირში აკრძალული იყო და მხოლოდ პერესტროიკის დროს გახადეს ხელმწისაწვდომი).
გონიერმა მთავრობამ ამერიკისა უსწრაფესი მოდერნიზაცია გააკეთა აშშ-ს უმაღლესი განათლებისა სწორედ ტიმოშენკოს მოხსენების საფუძველზე და..
ქვემოთ ნათქვამთან ერთად (იხ. ოდნავ ქვემოთ),
სულ 7-8 წელიწადში შეცვალა სიტუაცია.
გამალებულ კოსმოსურ რბოლაში გამარჯვებისათვის ვაშინგტონმა 1958 წელს შექმნა The National Aeronautics and Space Administration (NASA) და ის, რომ იგი შემდგომში გახდება ‘’პერსპექტიული კვლევითი პროექტების სამმართველო’’, რომლის ამოცანაც იყო არ დაეშვა შემდგომი ტექნოლოგიური სიურპრიზები!
1964 წლისთვის სამეცნიერო კვლევებსა და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაობზე მიდიოდა ყველა დისკრეციული ფედერალური ხარჯების 17 %.
მუშაობდა რა ახლო კონტაქტში სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან და კომპანიებთან, აშშ-ს მთავრობა აფინანსებდა უზარმაზარი მრავალფეროვნების ფუნდამენტურ სამეცნიერო კვლევებს, ანუ კვლევებს კონკრეტული საბოლოო დანიშნულების გარეშე!
გასაგებია?!
გასაგებია რას ნიშნავს ფუნდამენტური კვლევების დაფინანსება, რომელსაც მოაქვს სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი?!
გასაგებია რით განსხვავდება მეცნიერების დაფინანსება სახელმწიფოს მიერ
და
ფირმის მიერ კონკრეტული პროდუქტის გასაუმჯობესებლად დახარჯული სამეცნიერო კვლევითი ან საცდელ-საკონსტრუქციო ნაკეთობის ხარჯები?!
გასაგებია რომ სამეცნიერო კვლევები არ შეიძლება იყოს ბაზრის მოთხოვნით განპირობებული, რასაც გამოტვინებული ქართველი ნეო-ლიბერალურ სისულელეს აყოლილი ვითომ ‘’ეკონომისტები” და ვითომ ”ექსპერტები’’ ლაპარაკობენ – ‘’ბაზარი არეგულირებსო ამ სფეროსაც და ყველაფერსო’’. ?
აშშ-ს მიზნად ქონდა შეექმნა ტენოლოგიური ბაზა (საფუძველი), რომელიც უპირველეს ყოვლისა, გაგებული უნდა იქნას, როგორც დაცვის შესაძლებლობა ტრადიციული და ბირთვული იარაღისაგან და უზრუნველყოფა ქვეყნის უსაფრთხოებისა.
კვლევები აღმოჩნდა გასაოცრად წარმატებული.
სამთავრობო დაფინანსებამ საშუალება მისცა აშშ-ს მიეღწია ულტრათანამედროვე შესაძლებლობებისათვის, რომლებმაც გაამაგრა აშშ-ს სამხედრო უპირატესობა, დაწყებული ზებგერითი თვითმფრინავებიდან და ბირთვული წყალქვეშა ნავებიდან, რაკეტების მართვით დასრულებული.
კერძო სექტორმა, თავის მხრივ, მიიღო შესაძლებლობა აეგო კაპიტალი ინტელექტუალურ საკუთრებაზე, გადააქცია რა შესაძლებლობები პროდუქტებად, ხოლო პროდუქტები – კომპანიებად.
GPS-ტექნოლოგიები, უსაფრთხოების ბალიშები, ჩამოსხმული ელემენტები, სენსორული ეკრანები, ხმების გარჩევა – ყველაფერი ეს შეიქმნა სახელმწიფო ინვესტიციების წყალობით. ინტერნეტის იდეაც მართვის დეცენტრალიზებული სისტემის აგებისათვის სწორედ თავდაცვის სამინისტროს ცნობილი ლაბორატორიიდან იღებს სათავეს და თითქმის სხვა ყველაფერიც.
ეს იყო აშშ-ს ოქროს ხანა!
მერე გაჩნდა რეიგანი, გამოყენებული ‘’ეკონომიკის დერეგულაციისა და ლიბერალიზაციისთვის’’ – ფარულად დაიწყო კორპორაციული სახელმწიფოს მშენებლობა და სახელმწიფო ჩაჩოჩებული იქნა უფსკრულის პირას. დანარჩენი იცით, – ხედავთ, რაც ხდება!

დემურ გიორხელიძე