ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად, გასული წლის თებერვლიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობამ 268 995 შეადგინა.
კოვიდინფექცია დაამარცხა კიდევ 552 ადამიანი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 262 796 გახდა.
ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, COVID-19-ს კიდევ 10 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 457- გახდა.
ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში 19 869 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 410 , PCR ტესტით – 6 459.
დადებითობის მაჩვენებელი – დღიური – 2,48%, ბოლო 14 დღის – 2,4%, ბოლო 7 დღის – 2,4%.
“რეზონანსი”