დაახლოებით ორი საათის განმავლობაში არ გვეძლეოდა საშუალება ნიკა მელიასთან შეხვედრის, კომუნიკაციაზე არ გამოდიოდა არცერთი სტრუქტურა, ახლა კი გვაცნობეს, რომ ის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს, – ამის შესახებ მედიას, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განუცხადა.
„ახლა შევხვდები ნიკას, გავივლით მასთან შემდგომი მოქმედების სტრატეგიას“, – აღნიშნა კონდახაშვილმა.
მისი თქმით, ის ყველა სამართლებრივ სტრატეგიას და მექანიზმს გამოიყენებს იმისთვის, რომ საქმის აბსურდულობა დადასტურდეს. „სააპელაციო სასამართლოში 72 საათის განმავლობაში ველოდებით გადაწყვეტილებას. ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს პატიმრობის გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლე ჩახნაშვილის მიერ იყო გამოტანილი უკანონოდ. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესი. უბრალოდ, ნათელია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ საქმეზე მიიღება არა სასამართლოში, არამედ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ“, – განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს
“იმედინიუსი”