რამდენმა ადამიანმა შეავსო სააპლიკაციო ფორმა გერმანიაში დასაქმებისთვის?

დღეის მდგომარეობით, გერმანიაში დასაქმების სურვილი უკვე 87899-მა ადამიანმა გამოთქვა – ამ ინფორმაციას “დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო” ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 23 თებერვლის მდგომარეობით, გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმების სურვილი ამ დროისათვის გამოხატა 87899 საქართველოს მოქალაქემ, რომლებიც დარეგისტრირდნენ სპეციალურ ინტერნეტ პორტალზე: https://workabroad.moh.gov.ge და იქ შეავსეს სპეციალური სააპლიკაციო ფორმა “დროებითი დასაქმება გერმანიაში”.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1-დან 3 თვემდე ვადით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები სავარაუდოდ აპრილიდან დაიწყება.

წყარო: itv.ge