ხშირად გაგვიგია საბჭოთა თაობისგან წამოსული არგუმენტი, რომლის დიდი ნაწილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საჭოთა პერიოდში ყველაფერი კაპიკები ღირდა (განსაკუთრებით პროდუქტები), რომ ხალხი მასობრივად ბევრად უფრო კარგად ცხოვრობდა ვიდრე დღეს და ა.შ. …
დღეისთვის შესაძლებელია თუ არა შევადართოთ მაშინდელი და ამჟამინდელი ფასები, ხელფასები? რა თქმა უნდა დიახ, თუმცა ამისთვის მცირე ჯადოსნური ფორმულა დაგვჭირდება.
თუმცა სანამ ფასების და ხელფასების (საშუალო თვიური მაჩვენებელი) შედარებას წარმოგიდგენდეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, გარკვეული ნივთების, მომსახურეობის და ტექნიკის სხვაობა ფასებში, ანუ ტრადიციულად რაც უფრო “ახალი ხილი” იყო, მით უფრო ძვირი იყო, რომლის ფასიც ნელნელა დროთა განმავლობაში კლებულობდა, ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ ახლანდელ კურსზე თუ გადავიყვანთ. წარსულში მაგალითად რადიოტექნიკა (ტელევიზორი ან ვიდეომაგნიტოფონი) ბევრად უფრო ძვირი ღირდა.
ახლა კი გადავიდეთ ფორმულაზე: საბჭოთა კავშირში გასული საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა მოქალაქის საშუალო თვიური ხელფასი იყო 210 მანეთი (მინიმალური 75 მანეთი, მაქსიმალური 800), იმავე 1980-იან წლებში აშშ დოლარის ოფიციალური სახელმწიფო გაცვლითი კურსი იყო დაახლოებით 0,64 კაპიკი.
ამერიკული დოლარის ინფლაციის დონე 1980-იანი წლებიდან დღემდე 2,5-ჯერ გაიზარდა (2019 წლის მონაცემებით).
ანუ 1 მანეთი გაყოფილი 0,64-ზე, შემდეგ გამრავლებული 2,5-ზე და ეროვნული ვალუტა გამრავლებული დოლარის მიმდინარე კურსზე.
ამ ფორმულით, საბჭოთა მოქალაქის საშუალო თვიური ხელფასი ახლანდელ დროში რომ გადმოვიყვანოთ, დახლოებით გამოდის: 2715 ლარი (ანუ: 210:0,64х2,5х3,31=2715 ლარი).
ამ ფორმულით შეიძლება ნებისმიერი პროდუქტის ან საგნის დათვლა. მაგალითად ავიღო კვერცხი, რომელიც საბჭოთა პერიოდში 7 კაპიკი ღირდა. დღეის ფასით ის გამოდის უფრი ძვირი: 1 ცალი დაახლოებით 0,90 თეთრი.
ავიღოთ მაგალითად ბენზინი: 1-ლ. აი-93 1980-იან წლებში ღირდა 0.40 კაპიკი, დღეის კურსზე თუ გადავიყვანთ, 1 ლიტრის ფასი ჯადოსნური ფორმულის მიხედვით, ბევრად უფრო ძვირი გამოდის: 5,17 ლარი.
და ასე შემდეგ!… ასე რომ, შეგიძლიათ ნებისმიერი ნივთის, პროდუქტის და მომსახურეობის სერვისის ფასი შეადაროთ ზემოთ მოყვანილი ფორმულის საშუალებით დღევანდელს, თუ რა თქმა უნდა კარგად გახსოვთ საბჭოთა პერიოდის ფასები.
წყარო: intermedia.ge