ახლახან გავრცელებული ინფორმაცია: ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება.

შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო. ღარიბაშვილის განცხადებით:

25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნება;

8 მარტიდან სამთო კურორტებზე საბაგიეროები გაიხსნება;

ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას – შეძლებენ შაბათ-კვირის გარდა;

25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება;

ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.