ნუთუ ასე რთულია იმის გაცნობიერება, რომ არ ღირს ეს “პოლიტიკური მუწუკი” იმად, რომ ამდენი ვნებათაღელვა გამოიწვიოს მან ქართველ ხალხში…
სააკაშვილის გაფეტიშება და მისი ქართული სახელმწიფოს სახედ წარმოჩენა მეტი თუ არაფერი ყველა ღირსეული ქართველისთვის სირცხვილია და ჩრდილს აყენებს არა რომელიმე კონკრეტულ ადამიანს, არამედ სრულიად ქართულ საზოგადოებას და ქვეყანას…
ნუთუ ასე რთულია სააკაშვილის ფაქტორს წერტილი რომ დავუსვათ და ქართულმა სახელწმიფომ ჩვეულ ტრადიციულ რითმში განაგრძოს ეროვნული სახელწმიფოს მშენებლობა?…
რა გვჭირს ხალხო ასეთი, რომ 30 წელია ვერ გამოვედით ამ ილუზიური ცნობიერებიდან და დაზომბირებულები რომ დავდივართ ამდენი ხანია?…
არ ეკადრება ქრისტეს ქვეყანას ამ დონეზე დაცემა და გუნდრუკის კმევა ქართული სულისთვის მიუღებელ ადამიანებისათვის და ქართული მსოფლმხედველობისათვის მიუღებელ აზროვნებისათვის!..
სირცხვილია, როდესაც მტერი და მოყვარე ერთმანეთში ვერ გაგვირჩევია და 3000 წლიანი ერი რომ სახელს ვერ არქმევს და ერთმანეთთან ვერ აკავშირებს მოვლენებსა და საგნებს – სირცხვილია ნამდვილად!.
ნუ გადავაყოლებთ საქართველოს პერსონალიებს და ხელისუფლებაში შემთხვევით მოსულ პოლიტიკოსებს, რამეთუ დრო აუცილებლად მოთხოვს პასუხს შემსრულებლებსაც და მათ მხარდამჭერებსაც!.
საქართველოს გასააკაშვილება და გაპერსონალიერება ჩირქს ცხებს ქართულ ეროვნულ სულს და ზუსტად ამ ეროვნული სულის ვალდებულებაა ყოველივე ამისათვის საბოლოო წერტილის დასმა.
თეიმურაზ კვარაცხელია