განათლების მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილმა დაკავებული პოსტი დატოვა.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ხარატიშვილი თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.

ხარატიშვილი მინისტრის მოადგილედ 2018 წელს დაინიშნა.

 

“რეზონანსი”