ოპოზიცია 26 თებერვალს მასშტაბურ აქციას გამართავს!

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დიდი მსვლელობა 26 თებერვალს, 15:00 საათზე ფილარმონიიდან დაიწყება.

“ახლა ჩვენ, თითოეული პატრიოტი და თვითონ ნიკა, მოგიწოდებთ, 26 თებერვალს, 15:00 საათზე ფილარმონიიდან დავიწყოთ დიდი მსვლელობა, რომელიც მიეძღვნება ოკუპაციას როდიონოვების, გავრილოვების წინააღმდეგ, ეს იქნება მსვლელობა თავისუფლებისთვის“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

წყარო: ptn.ge