ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია

მოლაპარაკებების აუცილებლობაზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც საუბრობენ, თუმცა ამისთვის საკუთარი პირობები აქვთ. ისინი ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას მოითხოვენ.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თუკი “ქართულ ოცნებას” რეალურად სურს ვითარების განმუხტვა, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ასევე დაიწყოს საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე და სწორედ ამის შემდეგ დასხდებიან მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მაგიდასთან.

“ქართული ოცნების” დამოკიდებულება და ქართული ოცნების ზიზღის ტონით და ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ მისი აგრესიული ტონი არის ზუსტად ის, რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მიაჩნიათ მიუღებლად. გათავისუფლდეს ნიკა მელია და საუბარი დაიწყოს ვადამდელ და რიგგარეშე არჩევნებზე. ეს არის ის ორი ძირითადი პირობა, რასაც ჩვენ ვაყენებთ,” – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, მოლაპარაკებებს აზრი ეკარგება.

” პირველი საკითხი არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. თუ ეს არ მოხდება, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ერთი დღით ადრე დაიწყება თუ პარალელურად მოხდება, პირველი რაც უნდა მოხდეს, ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. თუ არ მოხდა და ჩვენც დაგვიჭირეს, მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება. როგორც ჩანს ქართულ ოცნებას  აღარ სურს მოლაპარაკება,” – ამბობს სერგო ჩიხლაძე.

“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ვახტანგ კალოიანის თქმით, მზად არიან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებისთვის, თუმცა პოლიტპატიმრების გარეშე.

 

“რუსთავი2”