შვეიცარიულმა გამოცემამ „სპუტნიკ V“ საექსპორტო ჰიტად აღიარა

რუსული წარმოების ანტოკორონავირუსულ ვაქცინა „სპუტნიკ V-ს“ გამოყენებაზე ნებართვა უკვე მსოფლიოს 30–ზე მეტ ქვეყანაშია გაცემული.

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ შვეიცარიულმა გამოცემა Neue Zurcher Zeitung–მა ნამდვილა საექსპორტო ჰიტად აღიარა, წერს РИА Новости.

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, რუსულ ვაქცინას გარკვეული უპირატესობები აქვს Biontech/Pfizer–ისა და Moderna–ს ანალოგიური ვაქცინების მიმართ. კერძოდ, გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ პრეპარატი ადამიანის კარგად შესწავლილ ადენოვირუსულ პლატფორმაზეა შექმნილი და რომ მისი ეფექტურობა დადასტურებულია.

სტატიის ავტორის თქმთ, გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინის ორ დოზაში ვირუსის სხვადასხვა მტარებლები გამოიყენება, მისი ეფექტურობა უფრო მაღალია, ვიდრე AstraZeneca–ს სტრუქტურით მსგავსი ვაქცინისა. ამასთან ის ხაზს უსვამს პრეპარატის ხელმისაწვდომ ფასსაც — ერთი დოზა 10 დოლარი.

ვაქცინა „სპუტნიკ V“ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. პრეპარატი გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის მხარდაჭერით. ეს მსოფლიოში პირველი დარეგისტრირებული ვაქცინაა COVID-19–ის პროფილაქტიკისთვის.

„სპუტნიკ V“-ს გამოყენებაზე ნებართვა უკვე გაცემულია მსოფლიოს 30–ზე მეტ ქვეყანაში. მანამდე სამეცნიერო ჟურნალმა The Lancet-მა გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელიც „სპუტნიკV“-ს კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგებს ასახავს. ნაშრომის თანახმად, „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობა 91,6%-ს შეადგენს და ის იმუნოგენურობისა და უსაფრთხოების მაღალ დონეს ავლენს. ვაქცინა ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადების მძიმე შემთხვევებისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს.