“facebook”-მომხმარებელი გოგა კალანდაძე სოციალურ ქსელში წერს:
“არაფრით არ განსხვავდება რუსეთისგან ის, ვინც გვეუბნება ორ სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო აზრს :
1. ნიკა მელია არ უნდა დაგეკავებინათ, იმიტომ რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერიაო …
2. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში კანონის უზენაესობასო …
ეს უკვე ორმაგი სტანდარტიც აღარ არის. ეს – ცინიზმია … კახურად რაც ქვია, იმას აღარ დავწერ.
ბიჯოოო … ( უფტო სწორად .. სეეერ ), დავიჯერო, მარტო კაპიტოლიუმზე თავდასხმა ითვლება კანონის დარღვევად და საქართველოს პარლამენტზე მიტანილი შტურმი, მითუმეტეს, კრიმინალის ორგანიზებით … დემოკრატიის შედევრია ?!
თუ საფაშოდ უნდა გადავიქცეთ, ყალბი თავისუფლების მისაღწევად და პიროვნება რანგის მიხევით გავასამართლოდ ხოლმე, როცა ეს უკანასკნელი კანონს ასე საჯაროდ, ერთ ადგილში ამოისვამს.
პირადად ჩემთვის, იმ ვიკინგს და ამ რქიანს შორის ( “ჩვენსას” ვიკინგს ნამდვილად ვერ ვუწოდებ ), ერთი განსხვავებაა … კრიმინალი რათქმაუნდა ორივეა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პირველს შტურმის დროს ოთხი ადამიანი მოუკლეს … თავისიანები მაინც არ მიატოვა და თვითონაც ტყვიებზე წავიდა …
აი, რაც შეეხება ჩვენს რქიანს … მიუხედავად იმისა, რომ მას ბუზსაც არ უფრენდნენ, თვითონ ვირთხასავით გაიპარა (აბა, ჰალსტუხღეჭიას შნირი სხვანაირად როგორ მოიქცეოდა ?! ) და გახელებული გოგო – ბიჭები პარლამენტს შეუსია, მათი დასახიჩრების ხარჯზე რომ
პოლიტიკური დივიდენტები მოეპოვებინა (ვითომ ამ საქციელით დროს უკან დააბრუნებდა და გავრილოვს იმ სკამზე აღარ დასვამდა)
აი, ასეთი რქიანი კურდღლის მუქარებისთვის უნდა ესმინა ქვეყანას, იმისთვის რომ ამ უკანასნელს გმირის მანტია წამოესხა ?!
თუ იმიტომ უნდა დავმტკბარიყავით მისი ზღვარსგადასული თავხედობით, რომ შემდეგ ახალგაზრდებს ეფიქრათ, რა ადვილი ყოფილა მთავრობისთვის, კანონის საქვეყნოდ თავზე გადახევაო და მიებაძათ ?!