ახალგაზრდა მე-13 სართულიდან გადმოვარდა

ახალ­გაზ­რდა ქალი ქე­თე­ვან გი­ორ­გიშ­ვი­ლი გუ­შინ ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. ის, სავარაუდოდ, მე­ცა­მე­ტე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და. გა­მო­ძი­ე­ბა საქ­მე­ზე უკვე და­წყე­ბუ­ლია და უბედური შემთხვევის დეტალები დგინდება:

“ძა­ლი­ან მი­ჭირს და­წე­რა. სა­მა­გა­ლი­თო, გე­ნი­ო­სი გოგო, იუ­რი­დი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, გერ­მა­ნუ­ლი ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო მოღ­ვა­წე, პი­ა­ნის­ტი, ეროვ­ნუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი! ღვთის­ნი­ე­რი, უმან­კო, ან­გე­ლო­ზი! ქე­თე­ვან გი­ორ­გიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი შემ­ზა­რა­ვი და თავ­ზარ­დამ­ცე­მია. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ…” – დაწერა მისმა კოლეგამ მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლმა.

იუ­რის­ტი ქე­თე­ვან გი­ორ­გიშ­ვი­ლი წარ­სულ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთ დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შა­ობ­და. იყო სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ისნ­ტი­ტუ­ტის მკვლე­ვა­რი. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მი­ი­ღო დოქ­ტო­რის სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი კი­ოლ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (გერ­მა­ნია).

გი­ორ­გიშ­ვი­ლის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვის სფე­რო­ე­ბი იყო სა­მარ­თლის თე­ო­რია, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­მარ­თა­ლი, სა­პო­ლი­ციო სა­მარ­თა­ლი. ახალ­გაზ­რდა მკვლე­ვარს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი სა­ქარ­თვე­ლო­სა და სა­ზღვარ­გა­რეთ.

 

“:რეზონანსი”