აზრი, რომელიც რამდენიმე წლის წინათ გამოვთქვი –
რადიკალურია და საპირისპირო საყოველთაოდ გავრცელებული შტამპებისა:
”საქართველოს მილიტარიზაცია არის საქართველოს საფრთხე და არა უსაფრთხოების გარანტი”.
რატომ?!
იმიტომ, რომ ისეთი მასშტაბის ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, შეუძლებელია შექმნა ისეთი შეიარაღებული სამხედრო ძალები, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფას დიდი აგრესიის შემთხვევაში.
ცხადია, გამოსავალია დიდ სუბ-კონტინეტალური უსაფრთხოების სისტემაში მონაწილეობა და არა
თამაში ”ნულოვანი ჯამით”
(ამ პოსტში დეტალურად არ ვისაუბრებ ამ თემაზე –
ამ პოსტს სხვა მიზანი აქვს!)
აქედან დასკვნა:
”სახელმწიფო არ შეიძლება ემსახურებოდეს დოგმებს საკუთარი პოტენციალური განადგურების პერსპექტივით
და
მოქმედებდეს თავსმოხვეული დოგმების ფარგლებში”
მთავარი – საკუთარი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, რაც საკუთარი სახელმწიფოს ფარგლებშია შესაძლებელი.
და მივედით უმთავრეს საკითხამდე, რომელსაც
პასუხი არა აქვს არც ხელისუფლების მხრიდან,
საკითხი უპასუხოა ე.წ. ოპოზიციური ლიდერების მხრიდანაც და საერთოდ გაუგებარია მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის,
სწორედ ეს გაუგებრობა/გაუცნობიერებლობა აქცევს ქართველს იოლად მანიპულირებად არსებად.
ამდენად, ჩემი კითხვა ფუნდამენტურია:
”ვის უფიქრია,
რაში მდგომარეობს ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოება და რა არის მისი დღევანდელი სასიცოცხლო პრობლემა ამ მიმართულებით?!”
როცა პოლიტიკოსებს ესმით უსაფრთხოების პრობლემა
და იციან მისი უზრუნველყოფის შესაძლებლობების შესახებ, – რაც მსოფლიოს მთავარი პოლიტიკური მოთამაშეების გეოპოლიტიკური ინტერესების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნით მიიღწევა, – მაშინ პოლიტიკა პროფესიულ სახეს იღებს და არასდროს იქნება იმ პროფანული და დანაშაულებრივი ხასიათისა, რასაც 30 წელია ვხედავთ. ხალხის უდიდეს ნაწილს კი ვერ გაუგია, რა ხდება!
ხდება!
ძალიან ცუდი რამ ხდება, რაც არ ჩანს ზედაპირზე და
ეს მასობრივი ფსიქოზის კულტივირებაც სწორედ
იმიტომ ხდება, რომ ვერ და არ იქნას დანახული.
დემურ გიორხელიძე