საქართველოს პარლამენტი უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტი დაგმო.
„ვგმობ, ნებისმიერი სახის ძალადობას და სიძულვილს! მით უმეტეს, ჩვენი პოლიტიკური, პროფესიული, ან საზოგადოებრივი საქმიანობიდან გამომდინარე! ყველაზე მძიმეა, როცა ასეთ დროს, ჩვენს ოჯახის წევრებსა და ბავშვებზე ხდება, თუნდაც ირიბი ძალადობა! ამით, ვახო სანაიას და ანრი ოხანაშვილის შემთხვევა ჰგავს ერთმანეთს.
ჩვენი ვალდებულებაა, ძალადობის ნებისმიერი გამოხატვის დროს გვქონდეს საერთო პოზიცია, როგორც სამართლებრივი, ასევე, საზოგადოებრივი, რადგან მკაცრი და მტკიცე რეაქცია, ამავდროულად, არის პრევენცია, რომ მომავალში ძალადობის ფაქტები აღარ ხდებოდეს!
სამწუხაროდ, მახსოვს, როცა ანრი ოხანაშვილის მიმართ მოხდა ძალადობრივი პროვოკაცია, ბევრი იცავდა მოძალადეს. არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ ღირს ამად და იმედია, ამ შემთხვევაში მაინც გვექნება ყველას საერთო პოზიცია.
სოლიდარობას ვუცხადებ ვახო სანაიას და მადლობა სამართალდამცველებს, რომ მყისიერად მოახდინეს რეაგირება და მოძალადეები დააკავეს შემთხვევის ადგილზე“ – წერს იონათამიშვილი.
წყარო: newposts.ge