337 ახალი შემთხვევა, 320 გამოჯანმრთელებული

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად, გასული წლის თებერვლიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობამ 270 137 შეადგინა.

კოვიდინფექცია კიდევ 320 ადამიანმა დაამარცხა  და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 264 047 გახდა.

ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, COVID-19-ს კიდევ 10 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 485 გახდა.

ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში 25 436 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 311 , PCR ტესტით – 8 125.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,32%, ბოლო 14 დღის – 2,2%, ბოლო 7 დღის – 2,03%.