“… არც აფხაზეთში დაიწყებოდა ომი, არც სამხრეთ ოსეთში ბუნტი და დღეს სხვანაირი იქნებოდა  საქართველის რუკა…”

მწერალი გოგი ლორთქიფანიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული გზავნილების კოლაჟი:

“ეროვნულ მოძრაობაზე” და მის ცნობილ მოღვაწეებზე მსჯელობისას გაითვალისწინეთ: 1988-89 წლებში ქართველებს პირველ პირად ჯუმბერ პატიაშვილი (მიუხედავად ყველა მისი მინუსისა) რომ შეგვენარჩუნებინა, არც აფხაზეთში დაიწყებოდა ომი, არც სამხრეთ ოსეთში ბუნტი, არც გარეჯზე იქნებოდა ამდენი ლაპარაკი და, ალბათ, სხვანაირი იქნებოდა დღეს საქართველის რუკა. მაგრამ რაც არ გერგება…

ლავროვი და მისი უფროსი როგორ მევასებიან მე მკითხეთ რა! მაგრამ ქართული საექსპერტო საზოგადოება და ე.წ. “ლიბერალური” ოპოზიცია ისეა გავსებული ჭკუანაღრძობი რუსოფობითა და კიდევ უფრო “ბრძენი” ნაცებით, რომ მართლა მიკვირს, თუ რანაირად ახერხებს ეს ქვეყანა არსებობას ამდენი ავადმყოფისა და იდიოტის ხელში…

აკრძალვების მომხრე მაინცდამაინც არა ვარ, მაგრამ, გამოგიტყდებით, სიამოვნებიოთ ავუკრძალავდი ჩვენს პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს (ერთი სიტყვით, პოლიტიკანებს) სიტყვა “საბჭოურის” წამდაუწუმ ხმარებას.
იმდენ სისულელეს აყოლებენ თან, რომ…