აშშ-ის ავიაციამ სირიაში ირანისგან მხარდაჭერილი მებრძოლების სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბა.
აშშ-ის ავიაციამ სირიაში ირანისგან მხარდაჭერილი მებრძოლების სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბა.
ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
„პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მითითებით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომელსაც იყენებენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები აღმოსავლეთ სირიაში“ – აცხადებს პენტაგონის სპიკერი.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ავიაიერიშები იყო პასუხი ერაყში ამერიკელ და კოალიციურ პერსონალზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე.
წყარო: itv.ge