ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში.
„პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის კონსტრუქციას დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, სატრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
წყარო: ptn.ge