მიხეილ სააკაშვილი ჩამოყალიბდა უკვე, როგორც კომიკური ფიგურა – ირაკლი ჩიქოვანი

“მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ჩამოყალიბდა უკვე როგორც კომიკური ფიგურა, რომელიც ცდილობს, რაღაც ანტურაჟის შექმნას, რომელსაც არანაირი შინაარსი არ აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„მე მისი არ მჯერა, არ მჯერა არც ერთი მისი სიტყვის და საზოგადოებაც, ყველა ვხედავთ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები რეალური შინაარსისა და რეალური შედეგის მატარებელი არ არის. ეს არის ფაქტი, რომელიც არაერთხელ დადასტურდა და მგონი, უკვე მისი მომხრეებიც ამას ვერ უარყოფენ. თვითონ მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ჩამოყალიბდა უკვე როგორც კომიკური ფიგურა, რომელიც ცდილობს, რაღაცა ანტურაჟის შექმნას, რომელსაც არანაირი შინაარსი არ აქვს“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

წყარო: ptn.ge