ნიკა მელია გისოსებს მიღმა “ნაცმოძრაობამ” მოახვედრა – გია ვოლსკი

“ეს რაც ეხლა ხდება, პირველ რიგში აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“, ისინი აკეთებენ ამას, ეცადნენ და საბოლოოდ მოახვედრა მელია გისოსებს მიღმა” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

“რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, რასაკვირველია, პროკურატურა თანმიმდევრულია. ჩემი აზრით, პოლიტიკურად არ იქნებოდა ურიგო მელია იყოს გარეთ და ამის გარშემო არ იყოს ამდენი საუბარი, მაგრამ არსებობს მეორე რეალობა, რომელიც მელიამ შექმნა თავად დაწყებული პარლამენტზე შეტევით და დამთავრებული გირაოს პირობების დარღვევაზე, სამაჯურის მოხსნაზე, პირდაპირ შეურაცხყოფაზე სახელმწიფოსა და სასამართლოსი და მისმა ადვოკატებმაც საკმაოდ სერიოზული მცდელობა არ დააკლეს ამას“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

წყარო: bm.ge