პარლამენტის ეზოში სასწრაფო, სახანძრო და სამაშველო ბრიგადებთან ერთად საპოლიციო მიკროავტობუსები არიან მობილიზებულები. ადგილზე ასევე იმყოფება შსს-ს რამდენიმე ათეული თანამშრომელი.
ისინი მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობას ერიდებიან და კითხვაზე, რა დავალება აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, პასუხის გაცემისგან თავს არიდებენ.
აღნიშნული მობილიზება ფართომასშტაბიან აქციას უკავშირდება, რომელსაც დღეს ოპოზიცია 13:00 საათზე გამართავს. როგორც წესი, პარლამენტის ეზოში აქციის დროს ყოველთვის ხდება გარკვეული სამსახურების მობილიზება, თუმცა, ამ შემთხვევაში უცნობია, რა დავალება მისცა შსს-მ მის დაქვემდებარებაში მყოფ დანაყოფებს.