სომხეთში არეულობას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეხმაურება

სომხეთში განვითარებულ მოვლენებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ეხმაურება. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

როგორც ალიევი ამბობს, მოვლნები აჩვენებს, რომ სომხეთში მძიმე სიტუაციაა.

„ეს სომხეთის შიდა საქმეა. განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ სომხეთი დღეს ისეთ მძიმე სიტუაციაშია, რომ მიმდინარე პროცესები სომხეთის სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის და ამაში წინა და მოქმედი ხელისუფლებაა დამნაშავე“ – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში არასდროს ჩარეულა და არც ეხლა არ ჩაერვა.

წყარო: itv.ge