თემურ ფიფია სოციალურ ქსელში გზავნულს ავრცელებს:
საბჭოთა საქართველო – 100!
ანუ, “თქვე შობელძაღლებო!!!”
საბჭოთა ხელისუფლებამ, დიახ, 100 წლის წინათ მე-11 არმიის დახმარებით დამყარებულმა საბჭოთა ხელისუფლებამ, საქართველოს დაუტოვა:
მოსახლეობა – 5,4 მლნ;
ტერიტორია – 69,5 ათასი კვ. მ.;
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა – 72,2 წელი;
ყოველ ათას კაცზე შესაბამისად: შობადობა – 16,6; სიკვდილიანობა – 8,6, მატება – 8,1.
შრომითი რესურსები – 3,1 მლნ. კაცი. სახალხო მეურნეობაში სულ მუშაობდა 2 მლნ 172 ათასი; კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში – 242 ათასი; კოოპერატივებში – 130 ათასი; სტიპენდიანტები – 107,3 ათასი; პენსიონრები – 740,400 ათასი;
უმუშევრობის ხსენებაც არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ მთელი შრომითი რესურსები, ანუ 3,1 მილიონი ადამიანი აქ, საქართველოში იყო დასაქმებული და არა საემიგრაციოდ წასული!
საშუალო-თვიური ხელფასი შეადგენდა:
სახალხო მეურნეობაში (როგორც ახლა ამბობენ – ეკონომიკაში) – 200 საბჭოთა მანეთს, ხოლო საზოგადოებრივი ფონდების გათვალისწინებით – 280 საბჭოთა მანეთს;
მათ შორის: მრეწველობაში – 228 მანეთს; მშენებლობაზე – 324 მანეთს; სოფლის მეურნეობაში – 161 მანეთს.
777 კოლმეურნეობასა და 627 საბჭოთა მეურნეობაში მუშაობდა 24 000 ტრაქტორი, 2,035 ათასი მარცვლეულის ამღები კომბაინი; 28 ათას 700 სატვირთო ავტომობილი.
1989 წლისათვის საბჭოთა საქართველო აწარმოებდა სამრეწველო პროდუქციის შემდეგ ძირითად სახეობას:
15,8 მილიარდ კვტ.სთ ელექტროენერგიას; 2 მლნ 779 ათას ტონა მარგანეცის მადანს (სასაქონლო); 26,5 მილიონი მეტრი ფოლადის მილს; 185 ათას ტონა ნავთობს; 55,1 მლნ მ3 თანმხვედრ აირს;1 მილონ 152 ათას ტონა ქვანახშირს; 1 მლნ 429 ათას ტონა ფოლადს; 1 მლნ 189 ათას ტონა ლითონის ნაგლინს; 1 ათას 987 ცალ ლითონმჭრელ ჩარხს; 674 ათას ცალ მცირე სიმძლავრის ელექტროძრავს (ავტომატიზაციისა და მექანიზაციისათვის); 13 ცალ მაგისტრალურ ელექტრომავალს; 21,4 ათას ცალ სატვირთო ავტომობილს; 19 ათას ცალ ელექტროშემდუღებელ მოწყობილობას; 11,4 ცალ ჩასაყვინთ ელექტროძრავას; 40, 8 ათას ცალ ამწის ძრავას; 600 ცალ კოშკურა ამწეს; 38,8 ათას ტონა ქაღალდს; 35,4 მლნ ფილა აზბოცემენტის ფურცელს; 1 მლნ 767 ათას მ3 რკინა-ბეტონის ასაკრებ კონსტრუქციებს; 155 ათას ტონა მინერალურ სასუქებს; 63,2 ათას ცალ ფერად ტელევიზორს; 31,8 მლნ წყვილ წინდას; 57,7 მლნ ცალ ტრიკოტაჟის ნაწარმს; 17,9 მლნ წყვილ ფეხსაცმელს; 301 მლნ ცალ აგურს (სამშენებლო); 1 მლნ 530 ათას ტონა ცემენტს;
1989 წლისათვის საბჭოთა საქართველო აწარმოებდა აგროსამრეწველო კომპლექსის პროდუქციის შემდეგ ძირითად სახეობას:
714,2 ათას ტონა მარცვლეულს; 51,2 ათას ტონა შაქრის ჭარხალს (საფაბრიკო); 16,9 ათას ტონა მზესუმზირას; 360 ათას ტონა კარტოფილს; 640 ათას ტონა ბოსტნეულს; 636,5 ათას ტონა ხილ-კენკროვანებს; 620,7 ათას ტონა ყურძენს; 379,4 ათას ტონა ციტრუსებს; 458,3 ათას ტონა ჩაის ფოთოლს; 113,3 ათას ტონა დაფასოებულ ჩაის; 173,2 ათას ტონა ხორცს (დაკლული წონით) სამრეწველო დამუშავებით; 36,6 ათას ტონა ძეხვეულს; 739,4 ათას ტონა რძეს; 891,4 მლნ ცალ კვერცხს; 5,8 ათას ტონა მატყლს (ფიზიკური წონით); ცხოველური წარმოების 1 ათას 121 ტონა ზეთს; მცენარეული წარმოების 113,8 ათას ტონა ზეთს; 920,4 მლნ პირობით ქილა კონსერვს; 38,9 ათას ტონა შაქრის ფხვნილს; 853,8 ათას ტონა ფქვილს;325,5 მლნ ლიტრ მინერალურ წყალს; 610,3 მლნ მ3 სასმელ წყალს.
და ეს არის მხოლოდ ნაწილი პროდუქციისა, რასაც საბჭოთა საქართველო აწარმოებდა.
საბჭოთა საქართველოში მთელი ეს პროდუქცია იწარმოებოდა საერთო-სახალხო საკუთრებაში არსებული საწარმოო სიმძლავრეებით. შესაბამისად, პროდუქციაც იყო საერთო-სახალხო და არა კერძო, შესაბამისად – მთელი შემოსავლები, მოგების ჩათვლით, იყო საერთო-სახალხო და არა კერძო კაპიტალისტის საკუთრება. არ მოქმედებდა კანონი კომერციული საიდუმლოების შესახებ. ყველაფერი იყო გამჭვირვალე და იმართებოდა მთელი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით ერთიანი სახელმწიფო გეგმის, ერთიანი სახელმწიფო სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისად.
ამ მოკლე მიმოხილვაში განზე რჩება გამორჩეულად მაღალი დონის ქართული მეცნიერება, კულტურა, ხელოვნება …
ქუთაისელი გოგი წულაიასი არ იყოს, ახლა გეკითხებით: „თქვე შობელძაღლებო!“
დიახ, თქვენ, საქართველოს მთავრობავ და ოპოზიციავ, თქვენ, ვინც ერთმანეთს ეჯიბრებით 25 თებერვლის და საბჭოთა ხელისუფლების ლანძღვა-გინებაში, სადაა ეს ყველაფერი, რაც ზემოთაა ჩამოთვლილი? თქვენ გეკითხებით: პარლამენტარებო, მილიონრებო, ბანკირებო, ბიზნესმენებო, მთავრობის წევრებო, ათასნაირი პარტიის ლიდერებო, ზვიადისტებო და ეროვნული მოძრაობის სხვა წარმომადგენლებო, თქვე შობელძაღლებო, რა უყავით ის საქართველო, თქვე არამზადებო???