ზუგდიდში ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს!

ზუგდიდში ორმა შეირაღებულმა პირმა ოქროს ბირჟა დააყაჩაღა.

გამყიდველების ცნობით, მძარცველებს, სავარაუდოდ, იარაღი ჰქონდათ და მათ მიმალვა მალევე შეძლეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ზუგდიდში ოქროს ბირჟაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.

წყარო: newposts.ge