1962 წლის 19 მარტს ყაზანში გარდაიცვალა ვასილ იოსების ძე სტალინი.
უფროსი ძმის მსგავსად არც ის ამოფარებია გავლენიანი მამის ზურგს, არ გაქცეულა წითელ ხიდზე. პირიქით, საბრძოლო გაფრენებს ახდენდა პარაშუტის გარეშე და ამას აკეთებდა შეგნებულად.
არ სურდა თვითმფრინავის ჩამოგდების შემთხვევაში მტერს ცოცხალი ჩავარდნოდა ხელთ. იყო ღირსეული მეომარი. ავიაციაში მას პატივს სცემდნენ სიმამაცისთვის და ღირსებისთვის და არა გვარიშვილობისთვის. გარდაიცვალა გადასახლებაში. დაკრძალეს ბომჟივით, მეუღლის სიტყვებით. პატარა ოთახში ორ ტაბურეტზე იყო დასვენებული. ეცვა სამხედრო მუნდირი, რომელსაც შავი სუდარა გადააფარეს და ქვრივს არ მისცეს უფლება მისი აღების რომ ჯილდოები მაინც ენახა დაკრძალვაზე მისულ ხალხს. როგორც მისი შვილი ალექსანდრე ბურდონსკი იგონებს, ვასილი სტალინი ყოველგვარი სამხედრო პატივის გარეშე გაასვენეს. სამხედროებს გასვენებაზე დასწრებაც კი აუკრძალეს, ყველა ვინც გასვენებაში იყო მისული, სამოქალაქო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი. მაგრამ ერთ რაღაცას მიაქცია თურმე ყურადღება, გამოთხოვებისას ყველა მისული პალტოს ღილებს იხსნიდა და იხრებოდა მის კუბოზე. თურმე პალტოს ქვეშ მათ სამხედრო მუნდირები ეცვათ.
ალექსი ლომიძე; სოციალური ქსელი