ესპანეთის ზოოპარკში, სპილომ პარკის თანამშრომელი მოკლა

ესპანეთის ზოოპარკში, სპილომ ხორთუმით პარკის თანამშრომელი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

44 წლის ზოოპარკის თანამშრომელს, 4,000-კილოგრამიანი სპილო თავს ხუთშაბათს დაესხა, ხოლო კაცი ხუთშაბათს მიღებული დაზიანების გამო გარდაიცვალა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ დროისთვის იცნობია თუ რამ გამოიწვია სპილოს ასეთი გაღიზიანება. არსებული ინფორმაციით, სპილოს ფეხის ინფექცია ჰქონდა და სავარაუდოდ ორსულად იყო.

კანტაბრიას რეგიონალური მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი ზოოპარკის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველი ფატალური შემთხვევაა.

 

“იმედინიუსი”