მუნიციპალური ტრანსპორტი დღეიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებს

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი დღეიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ რეგულაციებს, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა, დაწესებული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.

 

“ინტერპრესნიუსი”