სინოპტიკოსები 27 თებერვალს ქუთაისში მზიან, უღრუბლო ამინდს პროგნოზირებენ.
დღისით +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ასევე მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სადაც დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსს და მზიან ამინდის პროგნოზირებენ, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება და მოსალოდნელია წვიმა.
ფოთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, +11 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდია ზუგდიდშიც, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 იქნება. სოხუმშიც მზიანი დღეა ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღისით მზიანი ამინდი იქნება, ღამით კი მოთოვს. დღისით ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება. უღრუბლო ამინდია მოსალოდნელი ამბროლაურში, სადაც +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.
მზიანი ამინდია ჭიათურაშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +5 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია ქარი. ბაკურიანში +0 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -7 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია თოვა.
გორში დღისით +8 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. უღრუბლო ამინდია ცხინვალშიც. დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. +2 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. მზიანი დღეა ომალოშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 გრადუსი იქნება, ღამე კი -8 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან, უღრუბლო ამინდს პროგნოზირებენ თელავში, სადაც დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. +10 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.
რუსთავში მზიანი, უღრუბლო ამინდია მოსალოდნელი. დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი. თბილისში მზიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
“იმედინიუსი”