70 წლის წინ რჩეული გერმანელები უფასოდ შრომობდნენ საქართველოში, სტალინის დამსახურებით, დღეს კიდე 90 000 რჩეული ქართველი იხვეწება იქ მუშად წასვლას…

კაკო სვანიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

სულ რაღაც 70 წლის წინ რჩეული გერმანელები უფასოდ აშენებდნენ და შრომობდნენ საქართველოში. (სტალინის დამსახურებით) დღეს კიდე 90 000 რჩეული ქართველი იხვეწება იქ მუშად წასვლას. სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასასაქმებლად. დასკვნა ან სულმნათი ილიას საადგილმამულო ბანკი არ გაგიგიათ ? ან როგორ მიმართო ფული გლეხობისკენ არ იცი? ან მიწები როგორ დაურიგო ან სარგებლობაში გადასცე ? მიეცი თითოეულ ქართველ გლეხს ვისაც შრომა უნდა , დროებით სარგებლობაში მიწა ან 49 -99 წლით . გამოსყიდვის უფლებით . დაეხმარე ტექნიკით და არა ფულით , უპროცენტოდ მიეცი სათესლე მარაგი ….. ათი-ოცი წლით მოკლედ რაც არის საჭირო …დაუწესე რაღაც სტანდარტი და მისი შექმნილი და წარმოებული პროდუქციით განისაზღვრის შრომის ნაყიფიერება . და ხარისხიანობის შემთხვევაში დაეხმარე ამ მიწის გამოსყიდვაში გადაყიდვის უფლების გარეშე . ნუთუ ასე ძნელია ამის გაკეთება ? შრომა არ ეზარება ქართველს არათუ გერმანიაში , ნახევარი აჭარა თურქეთის პლანტაციებში კაპიკებზე შრომობს . არ გვინდა რომ ქართული სოფელი გაძლიერდეს ? და მისი სიძლიერით გააძლიეროს სახელმწიფო ?
,,გეორგია “ ჯერ კიდევ ძველბერძნება გვიწოდეს რაც ,,მიწათმოქმედთა ქვეყანას” ნიშნავს. (ზოგიერთის გასაგონად )
მიწათმოქმედი ……..ეს ჩვენი გენეტიკური კოდია და არა მომთაბარე …….