აღარც ტელევიზორში დაგენახვებით… მეტი რა ვქნა, თავს ხომ არ მოვიკლავ?

„გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ხალხი იმიტომ არ გამოდის აქციებზე, რომ ოპოზიციაში ძველი სახეების დანახვა მობეზრდაო – დრო და დრო წააწყდებით ასეთ მოსაზრებას.

ოღონდ “თქვენ” შიში გადალახეთ, რამეზე ხმა ამოიღეთ და:

– აღარც აქციებზე ვივლი;

– აღარც ტელევიზორში დაგენახვებით;

– აღარც ციხეში წავალ;

– აღდგომას ჩაქაფულსაც არ გავაკეთებ;

– ინგლისურ მანქანას საერთოდ აღარ ვიყიდი;

– ყველა ქოცს ზეინტელექტის მქონედ ვაღიარებ;

– არათუ ბიძინას, მიშა ქარელსაც აღარ შევაგინებ;

– სტიქარს ჩავიცვამ და მონასტერში წავალ;

მეტი რა ვქნა, თავს ხომ არ მოვიკლავ? იქნებ მართლა მოვიდეს კარგი დრო”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.