ბიბლიოთეკები მუშაობას დღეიდან, მუზეუმები კი ხვალიდან განაახლებენ

დღეიდან იხსნება ბიბლიოთეკები, სადაც იმოქმედებს დამატებითი რეგულაციები.

პირბადე და დისტანციის დაცვა ბიბლიოთეკებშიც აუცილებელია. მომხმარებლებს სამკითხველო დარბაზის მაგიდებთან 2-მეტრიანი დისტანციით განათავსებენ. მანამდე ისინი დეზობარიერსაც გაივლიან.

სიახლეა ის, რომ გამოყენებული ლიტერატურა, რომელსაც მკითხვები ბიბლიოთეკებში დააბრუნებს, წავა 72 საათით კარანტინში, ვიდრე მას თაროებზე დააბრუნებენ.

2 მარტიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი რეგულაცებით განაახლებენ მუშაობას მუზეუმები. გაკონტროლდება სამუზეუმო სივრცეებში მოქალაქეთა რაოდენობა. სავალდებულო იქნება თერმოსკრინიგი, პირბადის ტარება და დეზობარიერის გავლა.

 

“იმედინიუსი”