“დიდ ხანს გვალოდინეს და ბოლოს ჯარიმა 2000 ლარი დაგვიწერეს…” – რას წერს ვახო სანაია

ჟურნალისტი, ვახო სანაია, სოციალურ ქსელში, წერს:

“სულ შარში ვარ და ერთსაც მოვყვები. მოკლედ, ასეთი ამბავი იყო. მგონი ერთი თვის წინ მოხდა. მე სამსახურებრივად მეკუთვნის საშვი. გვიან ვასრულებ ეთერს ან გადაღებაზე ვარ. ამიტომ მთავრობამ მედია არ შეზღუდა და ჩვენზე, ჯურნალისტებზე, დაუშვა ნებართვა. საშვი დაშვებულია ჩემზე და ჩვენი ოჯახის მანქანაზე. ერთხელაც, გვიან სასწრაფოდ მომიწია სამსახურში წასვლა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ბავშვი დედაჩემთან იყო და წამოსაყვანი გახდა. იქიდან გამომდინარე, რომ ძველი ავარიის გამო საჭესთან არ ვჯდები და არც მართვის მოწმობას ვიღებ, საჭესთან დაჯდა თამუნა. ესე იგი, მეც მაქვს საშვი და მანქანასაც. გაგვაჩერა პატრულმა სამსახურიდან 100 მეტრის მოშორებით. ვერ მიიღო გადაწყვეტილება, გამოიძახა მეორე ეკიპაჟი, ვერც მან გადაწყვიტა. სადღაც რეკავდნენ დაუსრულებლად. მერე პასუხს ელოდებოდნენ. ვეუბნებით გვაგვიანდება. მე -სამსახურში, თამუნას – ბავშვთან. აბა, შენც არ მომიკვდე. დიდ ხანს გვალოდინეს და ბოლოს ჯარიმა 2000 ლარი დაგვიწერეს. მერე სხვა არა ერთმა პატრულმა გვითხრა, რომ შეეძლო, არ დაეწერაო.

რატომ დავწერე ახლა ეს – ბატონი ანტონის დაბადების დღე, ბატონი ანზორის ცეკვა, რა ვიცი, კიდევ რამდენი ბატონისა და ქალბატონის საშვები…

მოკლედ რა.”