საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 160 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 73 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცერცვაძე: ზუსტად ერთი წელი საქართველოში კორონავირუსის გამოჩენიდან – რა გააკეთა ქვეყანამ?>>
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ აჭარის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 33, აჭარა – 17, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9, კახეთი – 6, ქვემო ქართლი – 5, შიდა ქართლი – 3, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 409 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 265.523-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 10 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.520-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 1.849 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.510 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 719, იმერეთში – 278, აჭარაში – 173.
265 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 89 პირი, მათგან თბილისში – 58, იმერეთში – 11, აჭარაში- 4. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 154 ადამიანი, მათ შორის 99 – თბილისში, 43 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 185 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 253 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 101, ხოლო აჭარაში – 25. თვითიზოლაციაში იმყოფება 6.816 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 312 პირი, იმერეთში – 664, აჭარაში – 386.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 160-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.918-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
“სპუტნიკი”