მიანმარში საპროტესტო აქციის მონაწილეებს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა

მიანმარში საპროტესტო აქციის მონაწილეებს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა, რამაც სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა – იუწყება BBC.

მომიტინგეთა დაღუპვის შესახებ იუწყებიან ქალაქ იანგონში, დავეისა და მანდალაში, სადაც პოლიციამ დემონსტრანტების წინააღდეგ ცეცხლსასროლი იარაღი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

A police officer (C) aims a gun during clashes with protesters taking part in a demonstration against the military coup in Naypyidaw on February 9, 2021. (Photo by STR / AFP)

1-ელ თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევა მიანმარის უსაფრთხოების ძალებმა გუშინ დაიწყეს.

პოლიციის ძალადობრივმა მეთოდებმა უფრო ფართო მასშტაბები კვირას შეიძინა, რადგან სახელმწიფო გადატრიალების ლიდერები ცდილობენ, ჩაახშონ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია, რომელიც არ ცხრება.

სხვადასხვა დაუდასტურებელი ინფორმაციით, ძალადობრივ დარბევას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვრცელდება ასევე ცნობები, ათობით ადამიანის დაშავების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ მიანმარის სამხედრო ხუნტამ გადატიალების გზით ხელისუფლება ხელში 1-ელ თებერვალს ჩაიგდო.

წყარო: ptn.ge