მოსკოვში „სპუტნიკ ლაიტით“ მოხალისეების ვაქცინაცია დაიწყო

ასეთი აცრა კორონავირუსისგან ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში იცავს და დაავადების მძიმე მიმდინარეობის ალბათობის შემცირების საშუალებას იძლევა, აცხადებენ რუსეთში.

 მოსკოვში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Спутник Лайт-ის კვლევის პირველი მონაწილეები აიცრნენ, იუწყება РИА Новости სოციალური განვითარების საკითხებში მერის მოადგილე ანასტასია რაკოვაზე დაყრდნობით.

„სპუტნიკ ლაიტი“ წარმოადგენს „სპუტნიკV”-ს პირველ კომპონენტს. გამალეის ცენტრის ხელმძღვანელის, ალექსანდრ გინცბურგის თქმით, ასეთი აცრა COVID-19-ის ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში იცავს და დაავადების მძიმე მიმდინარეობის ალბათობის შემცირების საშუალებას იძლევა.

„როგორც ნავარაუდევია, ეს ვაქცინა იქნება გამოყენებული 18-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის, რომლებსაც კარგი იმუნური პასუხი უმუშავდებათ და პირველი რეპლიკაციისას მათ ანტისხეულების საკმარისი დონე ექმნებათ. „სპუტნიკ ლაიტი“ „სპუტნიკV”-სთან ერთად ვაქცინაციისთვის მეტ შესაძლებლობას იძლევა“, – განაცხადა რაკოვამ.

კვლევაში ჩართვა შეუძლია 18 წელს ზემოდ ასაკის ნებისმიერ მოხალისეს, თუ მას არ გადაუტანია და ახლაც არ არის ავად კორონავირუსით (და ბოლო ორ კვირაში არ ჰქონია მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექცია), თუ არ აღმოაჩნდა SARS-CoV-2-ის მიმართ ანტისხეულები, არ აღენიშნება მძიმე ალერგიული რეაქციები ან ალერგიის გამწვავება. მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს კვლევაში მონაწილებას არ ურჩევენ. ასევე ვერ გახდება მოხალისე ორსული და მეძუძური დედა.

რაკოვას თქმით, მოსკოვში ასევე იგეგმება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაზალური ფორმის კვლევა. სავარაუდოდ, მას გამოიყენებენ იმ პირებზე, ვისაც ინიექცია ეკრძალება.

გარდა ამისა, მოსკოვში ასევე „სპუტნიკV”-ს მოზარდებზე კვლევა იგეგმება.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ „სპუტნიკ V“ 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. ესაა COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის განკუთვნილი მსოფლიოში პირველი ვაქცინა. პრეპარატი შეიქმნა ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების შესწავლილ და შემოწმებულ პლატფორმაზე. კლინიკური კვლევების მესამე ფაზაში „სპუტნიკ V“-მ გამოავლინა 91,6%-იანი ეფექტურობა და უსაფრთხოება. ვაქცინა სრულად იცავს ორგანიზმს ახალი კორონავირუსული ინფექციის მძიმე შემთხვევებისგან.

„სპუტნიკ V“-ს გარდა, რუსეთში დარეგისტრირებულია კიდევ ორი ვაქცინა – ნოვოსიბირსკის ცენტრ „ვექტორის“ პრეპარატი „ეპივაკკორონა“ და ჩუმაკოვის ცენტრის „კოვივაკი“.