28 თებერვალს ფილიპინებმა ვაქცინის პირველი დოზები მიიღო.
ვაქცინის პირველი დოზების მიღების ცერემონიალს აეროპორტში ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე დაესწრო.
პირველ ეტაპზე, ფილიპინებმა ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა CoronaVac-ის 600 000 დოზა მიიღო. ჩინეთისგან ფილიპინები კიდევ 25 მილიონ დოზას მოელის.
პარალელურად, ფილიპინები მოლაპარაკებებს აწარმოებს ვაქცინის მწარმოებელ სხვა კომპანიებთანაც. მოელიან, რომ ფილიპინები ხვალ AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინის 525 600 დოზას მიიღებს.
ფილიპინებში ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, თავდპირველად ჯანდაცვის მუშაკები, პოლიციელები და სამხედროები აიცრებიან.
წყარო: itv.ge