პირადად მე არ ვაპირებ მონაწილეობას, არ მინდა, უხერხულობა შევუქმნა ჩემს კოლეგებს, რომლებთანაც ამ წუთას მაინც და მაინც კარგი ურთიერთობა არ მაქვს – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, აქცია მორალურია და “ჩვენი მხარდამჭერები მასში მიიღებენ მონაწილეობას”.
“ჩვენი მხარდაჭერები მონაწილეობენ პოლიტიკური დევნის საწინააღმდეგო აქციებში, ნიკა მელიას გამოშვების და პოლიტიკური დევნის შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა მორალურად გამართლებულია. რაც შეეხება პირადად მე მივიღებ თუ არა მონაწილეობას, ამას მნიშვნელობა არ აქვს. პირადად მე არ ვაპირებ მონაწილეობას, არ მინდა, უხერხულობა შევუქმნა ჩემს კოლეგებს, რომლებთანაც ამ წუთას მაინც და მაინც კარგი ურთიერთობა არ მაქვს. თუმცა აქცია მორალურია და ჩვენი მხარდამჭერები მასში მიიღებენ მონაწილეობას. გაბუტულები არიან და უხერხულობა იგრძნობა, როცა შენს ირგვლივ ბევრი გაბუტული ადამიანია. მე არ ვარ გაბუტული, დიდი ხანია, არაფერი მწყინს ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისგან” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
წყარო: ptn.ge