აქციების ფორმა შეიცვლება, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის საბაბი არ მივცეთ

აქციების ფორმა შეიცვლება, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის საბაბი არ მივცეთ – ზაალ უდუმაშვილი.

“ჩვენ დღეს ვისაუბრეთ აქციების ფორმის შეცვლაზე, მაქსიმალურად დაცული იყოს ყველა ის ნიუანსი, რომ ზედმეტი საბაბი არ მივცეთ ხელისუფლებას, კიდევ რაღაც მოლაპარაკების ჩაშლაზე რომ იყოს საუბარი“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციის წარმოამდგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც უდუმაშვილი ამბობს, დღევ ანდელი აქცია მშვიდობიანი იყო.

“ჩვენ თავიდანვე გვქონდა დაანონსებული, რომ არანაირი ბლოკირება არ იქნებოდა, ვიდგებოდით პარლამენტის შესასვლელებთან. აქცია სკანდირებას ყოველთვის გულისხმობს, ჩუმი აქციები არ დაგვიანონსებია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვისმინეთ მთავრობის მეთაურისგან რაღაც ბრალდებები რადიკალიზმზე და ა.შ. ხელისუფლებას კიდევ რომ არ მივცეთ დამატებითი საბაბი ამ პერიოდში, როდესაც ჯერ კიდევ არის შანსი, რომ რაღაც მოლაპარაკებები შედგეს, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ აქციების ფორმის შეცვლაზე, მაქსიმალურად დაცული იყოს ყველა ის ნიუანსი, რომ ზედმეტი საბაბი არ მივცეთ ხელისუფლებას, კიდევ რაღაც მოლაპარაკების ჩაშლაზე რომ იყოს საუბარი. ეს აქციები ისედაც დაანონსებული იყო როგორც მშვიდობიანი, მაგრამ კიდევ უფრო ისეთ ფორმას მივცემთ, რომელიც არ მისცემს ხელისუფლებას ზედმეტ საბაბს სალაპარაკოდ“ – განაცხადა უდუმაშვილმა.

წყარო: itv.ge