“ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას ეხმაურება.
როგორც ნინო ბურჯანაძე ამბობს, ერთმანეთის მიმართ ნებისმიერი ქვების სროლა მპლაპარაკებებს ხელს უშლის.
“ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რა განცხადებას გააკეთებს ქალბატონი ჩარკვიანი. მე ვიცი, რომ ახლა ვიბრძვი პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად, ვისაც რა შეუძლია, ის უნდა გააკეთოს. მე მგონია, რომ ერთმანეთის მიმართ ნებისმიერი ქვების სროლა ამ პროცესს აზარალებს და ნებსით თუ უნებლიეთ, ხელისუფლების და ზოგიერთი ტელევიზიის, მათი რედაქტორების წისქვილზე ასხამს წყალს. მე არ ვამბობ, რომ ეს შეგნებულად კეთდება, მაგრამ თუ უნებლიეთ კეთდება, როცა დიდ პოლიტიკოსად თვლი თავს, ეს გათვლა უნდა გააკეთო. ამიტომ მე არავის ვუპირისპირდები, არ არის ახლა მოწონება/არ მოწონების დრო, ახლა არის იმის დრო, რომ ვისაც რა შეგვიძლია, ვიბრძოლოთ ვადამდელი არჩევნების მოპოვებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის. ახლა ჭმუნვები იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე მეტ ინტერვიუს მიცემს, ვინმე მეტჯერ გამოჩნდება, ან ვინმე ბრძოლაში დაწინაურდება, ეს ახლა ძალიან ნაადრევია, ვიდრე ფონს არ გავსულვართ” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
წყარო: report.ge