“ხვალ, 2 მარტს, დილის 9-საათიდან პარლამენტის პიკეტი გაიმართება. ახლა ინიციატივა ჩვენს მხარესაა და ბურთი იქით, ქოცების კრიზისს დაერქვა კრიზისი. რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრები საერთაშორისოდ დადებულ დღის წესრიგშია. ვადებს ჩვენ თავს ნუ დავუწესებთ მშვიდად და მტკიცედ”, – დაწერა უგულავამ ფეისბუკზე.
პირველ მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატავით, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ღარიბაშვილი და ოპოზიცია 6-პუნქტიან დღის წესრიგზე შეთანხმდნენ, რომელიც დიალოგის ფარგლებში უნდა განიხილონ სამომავლოდ.
“ნეტგაზეთი”