“ერთი მინისტრი უნდა იჯდეს ინდოეთში, მეორე ბრიტანეთში“ – ამირან გამყრელიძის შვილის რჩევა ხელისუფლებას (ვიდეო).
ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე ხელისუფლებას ვაქცინის მოპოვებისთვის რჩევას აძლევს.
როგორც ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, ამ საკითხის მოგვარება ელჩების დონეზე საკმარისი არ არის.
“არ არის საკმარისი ელჩების დონეზე. ისრაელის მაგალითი ხომ ნახეთ. რამდენიმე თვე ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი იჯდა „ფაიზერის“ ოფისში ,სანამ ვაქცინები არ გამოიტანა და ჩვენ ამ პატარა ქვეყანას სხვა შანსი არ გვაქვს. მთავრობის მაღალი ეშელონების წარმომადგენლებმა იგივე უნდა აკეთონ. ერთი მინისტრი უნა იჯდეს ინდოეთში, მეორე ბრიტანეთში, მესამე კიდევ სადღაც, რომ წამოვიღოთ ეს ვაქცინა” – ამბობს ნიკოლოზ გამყრელიძე “ტვ პირველთან” საუბრისას.
წყარო: ptn.ge