აქა ამბები ერთ თვალებრიალა და მეორე თვალპაჭუნა პრემიერებზე
არანაირ მოლაპარაკებებზე არ წავალთ ოპოზიციასთანო რიხით და ჩვეული თვალებისბრიალით განაცხადა ღარიბაშვილმა.
ნახევრად თენგრტია ირაკლი ! ქუხს მაგრამ არ წვიმს!
ერთი საშუალო რანგის ევროპელი ჩინოვნიკი ჩამოვიდა, დაუცაცხანა ორივე “მედგარ” მხარეს და უხმოდ წკრუნის ამოღების გარეშე დათანხმდნენ…
აი მესმის დაპირება და სიმტკიცე !!
პრინციპული კია ისე და თანმიმდევრული
თანმიმდევრულად გვპირდება საფრთხეთა ალაგმვას და პრიციპულად არ აკეთებს
ასევე დალევს ჩაილურის წყალს მაგის სხვა დაპირებები
უფრო სწორად მაგის პირით გლაშატაი ბიძოს დანაპირებები
კიდე კაი არ გამოდის და კიდე ერთ წელს არ გვთხოვს ღარიბაშვილის ვერსიით ეს ბრძენკაცი!
ხო ის მომეწონა კიდე არავითარი კრიზისი არ არსებობს დღეს ქვეყანაში გარდა პანდემიისა, ეკონომიკისა, სიღარიბისა და ა.შ.
აბა აბა? ესენი რა კრიზისებია? კრიზისი და ცემა ადრე იყო თუ იყო ქე რომ წუნა და წრუწუნა დაბადებულები არ იყვნენ
მთავარია პოლიტიკური კრიზისი და ბუნტი არ იყოს თქვენს მეუფებას არ დაემუქროს რამე და დანარჩენზე პერეიბიომსია!
აი ამაზრზენი ხართ ქოცგამპრავებლებო! ის როგორ იყო ივნისის შტურმის მერე რომ აქებდით და გადამრჩენელად მოიხსენიებდით გახარიას მისმა სიმტკიცემ და კრიზისმენეჯერობამ გვიშველაო?
გახარიას კიდე რაც შეეხება ! ნელნელა ირკვევა რომ ჰესებზე ბაზარი კიდე მიშას დროსაა დაწყებული
ძირითად ხე;ლშეკრულებას 2019 წლის 25 აპრილს მოეწერა ხელი და გახარია წლის ბოლოს 8 სექტემბერს გახდა პრემიერი
ახლა საკითხავია რას მოაწრა ხელი გახარიამ თუ ყველაფერი ძირითადი მოწერილი და შეთანხმებული იყო?
დავუშვათ აღმოჩნდეს რომ გახარიამ გაშიფრა გეგმა რომლის მიხედვით თამაშდებოდა ანაკლიის ! სითი პარკის და ვაკის პარკის ,,ბუდაპეშტის,, ვარიანტი
წინასწარ ჩაიდოს არ აშენების გეგმა ! მერე ტენდერში გამარჯვებულმა უჩივლოს სახელმწიფოს და მოიგოს უშრომლად დიდი თანხა
თუ ასეთი სქემა გაშიფრა და მოუწერა ხელი მიდით და ააშენეთ თუ ბიჭები ხართო მაშინ სად მიდიხართ?
არ მკითხრათ რომ შემცდარიყო და მართლა ააშენონო?
ჩემი აზრით მცირე და ბევრი ჰესი ჯობია მაგრამ თუ არ გამოდის ააშენონ!
მასე ენგურჰესი და ჟინვალჰესი რომ არ აეშენებინათ კომუნისტებს დღეს ლამფის შუქზე გააგზავნიდით ხომ ესემესებს?
რაღაც ძაან საეჭვოდ ატეხილია ერთი ამბავი არ აშენდესო!!
არ აშენებას კი არა პირობების შეცვლას რომ ითხოვდეთ კიდე გავიგებდი
მესმის ჰესპროტესტანტების მაგრამ უფრო დამღუპველ საკითხებზე არაა ამხელა ალიაქოთი და ვინმე ხომ არ მართავს შეთანხმებულ ჩაშლის გეგმას და ინვესტორის სასამართლოში გაქცევას?
ასევე არაა გამორიცხული რომ გახარია დანებდა არცთუ საქებარ მიზეზებს და არცთუ სასახელოდ მოაწერა ხელი?
მაშინ არ გამიჭირდება მისი გალანძღვა
მაგრამ იყავით თანმიმდევრულნი და სადაც ნამახვანს იტყვით ის საყდრისიც თქვით! მედგარი ირაკლი იყო მაშინ პრემიერი!
თანაც ისიც მახსოვს თავზე რომ აიღო თუ ააღებინეს გახარიას დარბევის ბრძანებაზე პასუხისმგებლობა და
ვიცდი აქაც გაირკვეს რაშია საქმე
მართალია არც განტევების ვაცობა ვარგა მარა ცოტა შეღავათი მაინცაა!! ?
ისე რა იქნება ბიძომ კვლავ ტრიუკი მოცხოს და გახარია მოაბრუნოს?
რავა ეგრევე შეცვლით დროშებს და აღმოაჩენთ რომ გულის სიღრმეში სულ გჯეროდათ და გიყვარდათ!
ლევან ადეიშვილი. სოციალური ქსელი