ევროკომისია მარტის ბოლოს „მწვანე პასპორტის“ პროექტს წარადგენს

ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, დოკუმენტი ელექტრონული ფორმით იქნება ხელმისაწვდომი, ყალბის გამორიცხვის მიზნით. იგი მოიცავს ინფორმაციას ვაქცინაციის, კორონავირუსის ან ანტისხეულების ტესტების შესახებ დაავადების შემთხვევაში.

ევროკავშირის ქვეყნებში ასეთი სერთიფიკატების შემოღება განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს შეუწყობს ზაფხულის არდადეგების პერიოდის გამარტივებასა და ორგანიზებას. ზოგიერთმა ქვეყანამ და გარკვეულმა რეგიონებმა უკვე წარადგინეს ასეთი დოკუმენტები.

ამავდროულად, “მწვანე პასპორტის” მოწინააღმდეგეებს ეშინიათ იმ დისკრიმინაციისა, რომელიც შესაძლოა დაემუქროს იმ ადამიანებს, რომლებმაც ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს ასეთი დოკუმენტის მიღება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინაციის მაჩვენებლები კვლავ სერიოზულად ჩამორჩება ევროპის რიგ ქვეყნებში.

 

“აიპრესი’