პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით აქციის შვიდი მონაწილე დავაკავეთ – შსს

პარლამენტთან აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, სულ შვიდი პირია დაკავებული.

პარლამენტთან აქციაზე პერიოდულად სიტუაცია იძაბება. აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე გზის გადაკეტვა სცადეს, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.

პარლამენტის შესასვლელებთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები აქციას დილიდან მართავენ.

 

“ალია”