როდესაც – საქართველოს გასაბჭოებაზე, სისულელეების და უცოდინრობის ქარბუქია ამტყდარი, და მარო მაყაშვილისა და იუნკრების შემართება – თავდადებაზე, ტყუილებით გაჭყეპილები და დაჯერებულები საუბრობენ, და სინამდვილეში, სულ ცალ ფეხზე რომ კიდიათ, – მაროცა და იუნკრებიც, გასაბჭოების ავადმომხსენიებლებმა, და მერე – მათმა დამჯერებმაც, დროა – ღრუბლებიდან ქართულ მიწაზე გადმოინაცვლონ, და ,,პირს ლაგამი ზომიერი“ მოირგონ….
ქართველ მეცნიერთა და მკვლევართა – ნაღები საზოგადოება, რომელიც კრემლში – სტალინმა მიიწვია, თურქეთის მიერ მიტაცებული, – ტერიტორიების საკითხების განსალხილველად, სტალინმა, სანამ – ქართულ ტერიტორიებზე დაიწყებდა საუბარს, ქართველ ისტორიკოსებს, ასეთი ისტორიული წერილიც გააცნო, სათაურით: – მზადება გაქცევისათვის….. 1919 – ი წლის 22 ივლისს, ნოე ჟორდანიას უშუალო ბრძანებით, გელათის მონასტრის განძეულობა, ძალით გამოუტანიათ მონასტრიდან, და გადაუტანიათ – ქუთაისის მუზეუმში. ამის გამო, უწმინდესსა და უნეტარესს – ლეონიდეს, საგანგებო წერილით მიუმართავს – ნოე ჟორდანიასთვის. ,,ტელეფონოგრამით, რომელიც თქვენი სახელით გადმომცა – ტრიფონ ჯაფარიძემ, ნოემბრის 26 – ს, თქვენ მითვლიდით რომ: ,,დღეს ან ხვალ, ქუთაისიდან დაბრუნდება ჩემი რწმუნებული, და მაშინ დაწვრილებით გეცოდინებათ, გელათის ამბებიო“. დღეს, დეკემბრის 5 – ს, თქვენი რწმუნებული, კარგა ხანია დაბრუნდა, და თბილისშიც იმყოფება, მაგრამ მე, მაინც ღირსი ვერ გავხდი თქვენგან, – აღთქმული ცნობების მიღებისა!. დღეიდან, ეს ცნობები აღარ მჭირდება. მე უკვე მივიღე სრულებით საიმედო წყაროდან, საჭირო ცნობები, – მთელი სისრულით. ვცდილობ მივხვდე, რამ გაიძულათ, თბილისიდან რწმუნებულის გაგზავნა – გელათში მონასტრის განძეულობის გადმოსატანად?, ვერ გამიგია, ვერ მიმხვდარვარ, ვერ გავრკვეულვარ, ეს რა ჩაგიდენიათ, და როგორ აგიყირავებიათ ყველაფერი. უეჭველია, თქვენ მიმითითებთ – სოციალ – დემოკრატების გაზეთებში – მოყვანილ ცნობაზე, გელათის მონასტრის, ვითომდა – ბერებისაგან გაძარცვის შესახებ, მაგრამ ეს საბუთები არ გამოგადგებათ, რადგანაც დღეს ჩვენში, სამი წლის ბავშმაც კი კარგად იცის, რა ღირებულებების და სულის მატარებელი ეშმაკიც ხართ, და რა სისწორის ცნობებსაც აბეჭდინებთ – ეკლესიებზე. ნუთუ ჩემი მდგომარეობა, როგორც – საქართველოს მთელი მორწმუნე მოსახლეობის მამამთავრისა, და დროული საზოგადო მოღვაწისა, საბუთია თქვენთვის იმისი, რომ არაფერი ანგარიში არ გამიწიოთ, ჩვარივით მთელოთ, და ჩემდა სრულებით დაუკითხავად, ზიდოთ ტომრებით – თქვენს ძირგავარდნილ ხაზინებში, – ვითომ და დასაცველად, სასწაულმოქმედი ხატები, ჯვრები, წმინდა ნაწილები, შესამოსლები, ბარძიმ – ფეშხუმები, და სხვა უამრავი საგანძური – ქართველი ერისა. არც სიცოცხლე, არც გონება, და არც – მორწმუნე ერისაგან მინიჭებული უფლებამოსილება, ღვთის მადლით, ჯერჯერობით არ დამიკარგავს, და ვერ გამიგია, რომელი უფლებით გინებებიათ, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის კვერთხის აღება ხელში, და ბრძანების გაცემა, ასეთი რამეების გაზიდვა – გელათის მონასტრიდან, რასაც მორწმუნენი – მუხლს უყრიან, წმინდა სანთელს უნთებენ, და თუ ეხებიან, მარტო მხოლოდ და მხოლოდ – დიდი კრძალვა მოწიწებით, ამბორის ყოფით, ისიც – სამღვდელო პირთა დახმარებით, და არა სხვა – რომელიმე სახით. განა თქვენ გქონდათ, ან დღეს გაქვთ იმის საბუთი, რომ შეიარაღებული – მილიციონერების რაზმით, შეჭრილიყავით მონასტერში, – ცნობის მიუცემლად, და სრულებით დაუკითხავად – ქუთაისის ეპარქიული მწყემსმთავრისას, რომელსაც, ასეთი თქვენი საქციელით, პატივისცემას უკარგავთ, და საზოგადოების თვალში სახავთ – ნდობა დაკარგულ საეჭვო პირად?…. თქვენ, შეუფერხებლად შეეხეთ და შეურაცხყავით – მორწმუნეთა სინდისი, იმ ხალხისა, რომელიც – ეკლესიის ეზოდან გამოსული, ფეხს იბერტყავს, – წმინდა ადგილის მტვერი არ გამყვესო, რომელიც ეკლესიის ეზოში ნაპოვნ ლურსმანს, ხელს არ ჰკიდებს, – ღვთისა არისო. თქვენ, აბუჩად აიგდეთ, როდესაც სალოცავ და სათაყვანო – წმინდა ნაწილები, ხატები, ჯვრები, და ბარძიმ – ფეშხუმები, – ტყემლის ტყლაპების ყუთებში ჩააყრევინეთ, და ისე გაზიდეთ, – თქვენივე მილიციონერების ხელით. განა ეს თქვენის მხრით, სხვისი სინდისის შეგინება არ არის?; ნუთუ თქვენ წარმოგიდგენიათ რომ, ამგვარ პროფანაციას, მორწმუნე ქართველობა, აპატიებს და შეარჩენს ვინმეს?…. გელათში დანთებულია – თქვენგან ისეთი ცეცხლი, რომელიც თუ ეხლავე – თქვენივე ხელით არ ჩააქრეთ, სულ ჩქარა ცაში ავარდნილი გრანდიოზული ჭია – კოკონა, წითლად შეღებავს მთელ საქართველოს. გული სისხლით მეწურება, როდესაც ვითვალისწინებ, – თქვენგან ჩადენილი ფაქტის შესაძლო სავალალო შედეგებს, და სამშობლოს სახელით მოგმართავ; – ნუ გაიტანთ გელათიდან საეკლესიო ნივთების გამოტანის ამბავს – ფართო საზოგადოებაში, ინებეთ, – უკანვე მიბრუნება მონასტერში განძეულობისა, და ყველაფერი – თავისთავად მიჩუმდება, თორემ იცოდეთ, სავსებით გამომჟღავნება ხალხში – თქვენი განკარგულება, რომელიც, – ნავთის ტბაში ანთებული ასანთის გადასროლა იქნება…. თუ გელათის მონასტერს, არ დაუბრუნდება მისი საკუთრება, ვერც მე შემიძლია გაჩუმება, და იმ შემთხვევისათვის – ვიტოვებ მოქმედებათა თავისუფლებას. თქვენთვის უცნობი არ არის, წმინდა წყლის – ქართული დიდი მოთმინება და მოკრძალება, არასოდეს ამ ენითა და კილოთი არ მილაპარაკნია თქვენთან, მაგრამ ამქვეყნად – ყველაფერს საზღვარი აქვს…. უკანასკნელი საქციელით, თქვენ შარაზე დასვით – ყოფნა – არყოფნის საკითხი – ქართული ეკლესიისა, ურომლისოდაც, – ერთ წამსაც არ მსურს სიცოცხლე, და ასეთ შემთხვევაში, ჩემი გაჩუმება იქნებოდა – წინაპართა სულთა ღალატი. თქვენგან – უსამართლოდ უფლება აყრილი, შეურაცხყოფილი კათოლიკოს – პატრიარქი – ლეონიდე“. 1920 – ი წლის 14 მაისი. 1920 წლის ივლისში, თბილისში გამართულ 2 – რე საეკლესიო კრებაზე, მოწვეული იქნა, პროფესორი – ექვთიმე თაყაიშვილი. მისი სურვილი იყო, – შეეგონებინა კრებისთვის რომ, საქართველოს ეკლესიებიდან და მონასტრებიდან, გადმოეცათ მღვდლებს, – მთავრობის მოთხოვნილებისამებრ, – მამა – პაპათგან დღემდე დაცული სიწმინდე – განძეულობანი, მაგრამ, ექვთიმეს – კრება დაპირისპირებია, მათ შორის, კათოლიკოს – პატრიარქი – ლეონიდეც. მენშევიკური მთავრობის საქმიანობამ, ეკლესია – მონასტრების ძარცვისა, და შევიწროების საქმეში, კულმინაციას მიაღწია, რის გამოც საკათალიკოსო საბჭო, მთლიანად მრევლი, და თვით კათოლიკოს – პატრიარქი, აღშფოთებას ვერ ფარავდნენ. გაგზავნილი წერილების პასუხის მიუღებლობითა, და ეკლესიების ძარცვით შეწუხებული – კათოლიკოს – პატრიარქი – ლეონიდე, რამდენიმე საეკლესიო საბჭოს წევრთან ერთად, მთავრობის თავმჯდომარე – ნოე ჟორდანიას კაბინეტში ხლებიან. დილოგის ეტიკეტი და სახე, ჟორდანიამ საერთოდ არ გაითვალისწინა, რომელიც – დიდ შეხლა – შემოხლაში, და კამათში გადაზრდილა, რომელსაც, მომდევნო პოსტში დავწერ.
ბესო ბესო; სოციალური ქსელი